пятница, 14 октября 2011 г.

სასწავლო პროექტი სამოქალაქო განათლებაში


პროექტის სახელწოდება
შენი ჯამრთელობა შენს ხელთაა
პროექტის მთავარი იდეა
( თემა ) 1-2 წინადადება
მოსწავლეებში კვლევა–ძიების უნარ–ჩვევის განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა.
პროექტის აქტუალობა
თამბაქოს , ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება არასრულწლოვან ბავშვებში.
პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა გაანალიზონ აღნიშნული ნივთიერებების მოხმარების შედეგად მიღებული ზიანი, რომელიც აისახება არამარტო საკუთარ თავზე , არამედ გარშემომყოფ ადამიანებზე.
მონაწილეთა ასაკი
14-15  წელი
ვადები, ხანგრძლივობა
5 სასწავლო დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები გამოიკვლევენ და და დაინახავენ თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების უარყოფით შედეგებს, ინტერნეტის საშუალებით  მოიძიებენ სტატისტიკურ მონაცემებს  იმ დანაშაულების  შესახებ, რომლებსაც მოზარდები ალკოჰოლის და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ჩადიან.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ვიდეომასალა.
პროექტის მსვლელობა
კლასს ვყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას.
I – ჯგუფი – მოიძიონ ინტერნეტში ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა საშუალებებით კრძალავს სახელმწიფო მოზარდებზე თამბაქოს , ალკოჰოლის და  ნარკოტიკული საშუალებების შეძენა – მოხმარებას.
II – ჯგუფი  ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით მოიძიონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას , რამდენად სავალალოდ აისახება  გენეტიკაზე, ზემოთ ხსენებული ნივთიერებების მოხმარება.
III – ჯგუფი  მოიძიონ ინფორმაცია თამბაქოს , ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებლის შესახებ, როგორია მათი ერთი ჩვეულებრივი დღე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი ადამიანების მიმართ?
საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მოსწავლეები პროექტზე მუშაობაში იყენებენ სამოქალაქო განათლებაში, ისტ–ში, ბიოლოგიაში მიღებულ ცოდნას. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებაში უვითარდებათ კვლევა –ძიების, ინფორმაციის მოძიება–გადამუშავების , პრობლემის წამოჭრისა და მისი გადაჭრის გზების ძიების უნარ–ჩვევები.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
მაია კაპანაძე